ირლანდიამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 16.11.2015
ნანახია: 1849

ირლანდიაში 16 ნოემბრიდან კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ ძალაში შევიდა. ამიერიდან ერთსქესიანი წყვილები ოფიციალურად დაქორწინებას შეძლებენ.

კანონმდებლობაში ცვლილებები მაისში რეფერნდუმის შემდეგ შევიდა. რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.

ქვეყანაში ასევე კანონიერად ჩაითვლება საზღვარგარეთ გაფორმებული ქორწინებები. ამ დრომდე ასეთი ქორწინება ირლანდიაში უკანონოდ იყო მიჩნეული.

ირლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, წყვილებმა შესაბამის სამსახურს ქორწინებამდე სამი თვით ადრე უნდა მიმართონ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე