ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 27.4 პროცენტით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:57 | 16.11.2015
ნანახია: 1457

2015 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27.4 პროცენტით (34.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.1 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.0 მლნ აშშ დოლარისა (29.9 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე