საფრანგეთის ხელისუფლებამ მეოთხე ტერორისტის ვინაობა დაადგინა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 16.11.2015
ნანახია: 1672

ფრანგმა სამართალდამცავებმა კიდევ ერთი ტერორისტი-თვითმკვლელის ვინაობა დაადგინეს. ტელეარხ BFM-ის ცნობით, სამი ამიმური 1987 წელს პარიზში დაიბადა. მისი ოჯახი პარიზის გარეუბანში სენ-სენ-დენიში ცხოვრობს.

სხვა დეტალები არ ვრცელდება.

მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ კიდევ სამი ტერორისტის ცხედრების იდენტიფიცირება მოახდინა.

არსებობს კიდევ ერთი სავარაუდო ტრერორისტი. სალაჰ აბდესლამზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მედიის ცნობით, ტერაქტებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აბდესლამი საბუთების შესამოწმებლად დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს.

13 ნოემბრის ღამეს მომხდარ ტერაქტების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა, 352 კი - დაიჭრა. 100-მდე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე