2014 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 16.11.2015
ნანახია: 1748

2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4,6 პროცენტი შეადგინა. დანახარჯების კომპონენტების მიხედვით ეკონომიკური ზრდა უმთავრესად განპირობებული იყო ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების 26,9პროცენტიანი ზრდით, რაც მთლიან რეალურ ზრდაში 6,7 პროცენტული პუნქტით აისახა. აგრეთვე არსებითი დადებითი წვლილი რეალურ ზრდაში შეიტანა როგორც შინამეურნეობების და შმაკო-ების საბოლოო მოხმარებამ (2,3 პროცენტული პუნქტი), აგრეთვე სამთავრობო მოხმარებამ (1,9 პროცენტული პუნქტი). წინა წლებთან შედარებით ექსპორტის წვლილი მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 2014 წელს არსებითად შემცირდა: 0,4პროცენტიანი რეალური ზრდის პირობებში, ექსპორტის გავლენამ ეკონომიკურ ზრდაზე 0,2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამავე დროს, იმპორტის უარყოფითი წვლილი 6,4 პროცენტული პუნქტის დონეზე დაფიქსირდა.

შედარებისათვის 2013 წელს მშპ-ის რეალური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს ექსპორტი წარმოადგენდა (20,3-პროცენტიანი რეალური ზრდით), ხოლო ძირითად კაპიტალში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაში კლება აღინიშნა   (-11,7 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე