პარიზი საფრანგეთსა და მთელს ევროპაში დაგეგმილი ტერაქტების შესახებ საუბრობს

საქართველო, თბილისი - 12:34 | 16.11.2015
ნანახია: 1740

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მანუელ ვალსის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ცნობილია ახალი ტერაქტების მომზადების შესახებ.

”ჩვენ ვიცით, რომ ტერორისტული ოპერაციები მზადდებოდა და მომავლშიც მომზადდება, არამხოლოდ საფრანგეთის წინააღმდეგ, არამედ ვროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგაც”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

მისი თქმით, პარიზში 13 ნოემბრის ღამით მომხდარი ტერაქტების სერია სირიიდან იგეგმებოდა.

”ტერორიზმმა მოგვაყენა დარტყმა და კვლავ მოგავაყენებს ამ დღეებში, უახლოესი კვირების განმავლობაში. ამას ვამბობ არა იმიტომ რომ ვინმე შევაშინო, არამედ იმისთვის, რომ ფრანგებმა გააცნობიერონ ეს. ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ ტერორისტულ საფრთხესთან ერთად ცხოვრება”, -აღნიშნა მანუელ ვალსმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზში მომხდარ ტერაქტების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა და 350-ზე მეტი დაიჭრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე