დასავლეთ სანაპიროზე ურთიერთსროლის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 16.11.2015
ნანახია: 1748

სულ მცირე ორი პალესტინელი დაიღუპა და სამი დაიჭრა დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელი სამხედროების მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად.

პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ინციდენტი გამთენიისას მოხდა,როდესაც ისრაელის არმია ლტოლვილთა ბანაკში შევიდა.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ბანაკში მდებარე პალესტინელის სახლის ჩხრეკას აპირებდნენ, რომელიც ზაფხულში დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.

ისრაელის არმიის წარმომადგენელთა მტკიცებით, მათ პალესტინელების მცრიდან ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლის შედეგად კი თავდამსხმელები დაიღუპნენ.

როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეტაკებების შედეგად 11 ისრაელელი და 60 პალესტინელია მოკლული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე