კოალიციამ სირიელი ამბოხებულები საბრძოლო მასალით მოამარაგა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 16.11.2015
ნანახია: 1611

საერთაშორისო კოალიციამ სირიელი ამბოხებულები იარაღითა და საბრძოლო მასალით მოამარაგა.

სორიის ოპოზიციამ სულ 50 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, სირიელი ამბოხებულები მეორედ მოამარაგა. პირველად ამბოხებულბმა შეიარაღების პირველი პარტია ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს.

ალიანსი ”სირიის დემოკრატიული ძალები” სახალხო თავდაცვის ქურთთა რაზმებსა და არაბულ ოპოზიციურ ძალებს აერთიანებს. ამბოხებულების მთავარ მიზანს ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდგ ბრძოლა წარმოადგენს.

ოქტომბრის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ამბოხებულებს დახმარებას ჰაერიდან გაუწევდა და საბრძოლო მასალით მოამარაგებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე