თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სტამბულში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 16.11.2015
ნანახია: 1709

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, თურქეთში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ საფრანგეთის ტელევიზია BFM TV-ი იტყობინება.

ანკარის ვერსიით, ექსტრემისტები სტამბულში თავდასხმებს იმავე დღეს გეგმავდნენ, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტები განხორციელდა.

”მიგვაჩნია, რომ სტამბულში პარიზის ტერაქტების დღეს თავდასხმები მზადდებოდა. გამოძიების პირველი შედეგების თანახმად, ძალიან სერიოზული შეტევა აღკვკვეთეთ”, - განუცხადა ფრანგ ჟურნალისტებს თურქეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

თურქეთში ტერორისტების სავარაუდო გეგმების სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე