საფრანგეთის პოლიციამ მასობრივი რეიდები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:18 | 16.11.2015
ნანახია: 1745

საფრანგეთის პოლიციამ პოტენციური ტერორისტებისა და ტერაქტების სერიასთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად მასობრივი რეიდები დაიწყო.

The Guardian-ის ინფორმაციით, პოლიციის მოქმედების ობიექტებად არჩეულია ქალაქები ტულუზა, გრენობლი და კალე.

დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქ რაკაში ავიაერიშები მიიტანეს ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიაში ”დიდი ოცეულის” სამიტზე განაცხადა, რომ ქვეყანას სრული უფლება აქვს ავიადარტყმები განახორციელოს ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ პარიზის მოვლენების შემდეგ.

მისი თქმით, ეს ავიადარტყმები ”პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა”.

პარიზში მომხდარ ტერატქების სერიას 129 ადამიანი შეეწირა, 350-ზე მეტი დაიჭრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე