საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 14.11.2015
ნანახია: 1738

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა, რის თანახმადაც საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 
პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად სულ მცირე 127 ადამიანი დაიღუპა, 180-ზე მეტი კი დაშავდა.
პრეზიდენტმა ოლანდმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა განახორციელეს, თავდასხმების დაგეგმვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოხდა.
ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია არმია და საპოლიციო ძალები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე