153 გარდაცვლილი და 200 დაშავებული - პარიზში მსხვერპლათა რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 14.11.2015
ნანახია: 1640

153 გარდაცვლილი და 200 დაშავებული - ასეთია ტერაქტის ბოლო მონაცემები საფრანგეთში. ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. წუხელ საფრანგეთის დედაქალაქში ერთდროულად 6 ტერაქტი მოხდა. შეიარაღებული პირები საკონცერტო დარბაზს, სტადიონსა და რესტორნებს დაესხნენ თავს. ყველაზე დიდი მსხვერპლი პარიზის ცენტრში ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. ტერორისტები შენობაში ამერიკული როკ ბენდის კონცერტის დროს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. შტურმის დროს ტერორისტების ნაწილმა თავი აიფეთქა, რამდენიმე თავდამსხმელი კი სამართალდამცველებმა მოკლეს. 3 ძლიერი აფეთქება მოხდა პარიზის გარეუბანში, სტადიონთანაც, სადაც ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. ამ დროს სტადიონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც იმყოფებოდა.

ტერაქტების სერიაზე პასუხისმგბელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე