ადამიანი, რომელიც ციხეში უდანაშაულოდ ზის, შეუძლებელია მისი ფსიკური მდგომარეობა სახარბიელო იყოს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:14 | 26.10.2017
ნანახია: 1742

„ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ციხეში უდანაშაულოდ ზის და სასჯელს იხდის, შეუძლებელია კარგი  იყოს. მისი არც ფიზიკური მდგომარეობაა სახარბიელო და არც ფსიქიკური“, - განუცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენს'' ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა.

მისივე თქმით, დეკანოზის პასუხებით მეუფე დიმიტრისთვის ბევრი საკითხი გამჭირვალე გახდა.

„დეკანოზს განცდა დარჩა, რომ მეუფე ამ საუბრის შედეგად კმაყოფილი წავიდა, რადგან მისთვის საინტერესო ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და ბევრი ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც აქამდე კითხვის ნიშანი ჰქონდა, მეუფისთის გამჭირვალე გახდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იყო, როგორც მეუფე დიმიტრისთვის და ზოგადად, საპატრიარქოსთვის, ასევე მამა გიორგისთვისაც“, - აღნიშნავს პაატა მეხრიშვილი.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე