რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ყველაზე მსხვილ ექსპორტიორად დაასახელეს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 26.10.2017
ნანახია: 1144

„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ამერიკის კონსალტინგური კომპანია Soufan Group-ის მოხსენებაშია ნათქვამი.

მოხსენების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ამჟამად რუსეთის 3417 მოქალაქე იბრძვის. „ექსპორტიორთა“ სიაში მეორე ადგილს საუდის არაბეთი (3244 ადამიანი), მესამე ადგილს კი იორდანია (3000) იკავებენ.

მეოთხე ადგილზეა ტუნისი, საიდანაც სირიასა და ერაყში 2926 მოქალაქე გაემგზავრა, მეხუთეზე კი საფრანგეთი, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს მისი 1910 მოქალაქე იბრძვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე