თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს - თურქული მედია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:36 | 26.10.2017
ნანახია: 2268

14 წლის ს.კ. თურქმა მესაზღვეებმა საქართველოს მოქალაქის ჩემოდანში იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია turkishminute.com ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი სარფის საბაჟო-გაშვებ პუნქტზე მოხდა. თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე კაცი გააჩერეს და ჩემოდნის გახსნა სთხოვეს, უარის შემდეგ კი ჩხრეკა თავად ჩაატარეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქეც და ბიჭიც პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით კი, არასრულწლოვანი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად ართვინიდან მოდიოდა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე