ქალი ქუჩაში გამვლელების თვალწინ გააუპატიურეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:04 | 26.10.2017
ნანახია: 6047

ინდოეთის ქალაქ ვიშაკჰაპატნამში ქალი ქუჩაში პირდაპირ გამვლელების თვალწინ გააუპატიურეს, რომლებმაც დახმარებისა და პოლიციის გამოძახების ნაცვლად, მობილური ტელეფონებით მომხდარის ვიდეოზე გადაღება დაიწყეს. ამის შესახებ The Hindustan Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ორი დღით ადრე ქალი ქმარს ეჩხუბა და სახლიდან წავიდა. ის ქუჩაში იწვა, როდესაც მასთან 23 წლის მამაკაცი მივიდა.

როგორც პოლიციას თვითმხილველებმა განუცხადეს, ქალი შიმშილისგან იყო დასუსტებული და ხის ჩრდილში იწვა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა გააუპატიურა.

პოლიციამ მოძალადე დააკავა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე