67-ე საჯარო სკოლის დირექტორი შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას - განათლების საინისტრო

საქართველო, თბილისი - 11:43 | 25.10.2017
ნანახია: 1158

,,დადგინდა, რომ 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას", - ამის შესახებ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი. 

ტექსტში ასევე საუბარია, სკოლაში არსებული ვითარების შესწავლა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს,   დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში სწავლობდა. შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე  სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა.

შიდა აუდიტის ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული,"- ნათქვამია დასკვნაში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე