ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:10 | 24.10.2017
ნანახია: 932

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ციპი ხოტოველისთან გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ხალხთაშორისი კავშირების, ასევე, ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინთან, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარეებთან - ჰილიკ ბართან და იოავ კიშთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატს შეხვდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე