სპეცოპერაცია ვანის ქუჩაზე - დაკავებულია ერთი პირი

საქართველო, თბილისი - 13:11 | 24.10.2017
ნანახია: 1257

თბილისში, დიდუბის რაიონში სპეცოპერაცია დასრულდა.

ვანის ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა.

ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე