67-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დირექტორის და საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 24.10.2017
ნანახია: 1207

თბილისის 67-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის ადვოკატის განცხადებით, დოდო კეზუას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან პედაგოგის გათავისუფლება მისი ბიულეტენზე ყოფნისდროს მოხდა.

ადვოკატი სკოლაში მივიდა და აღნიშნა, რომ დოდო კეზუა სკოლის დირექტორის და საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ დილით სკოლის პედაგოგებიც შეიკრიბნენ აღნიშნულის გასაპროტესტებლად, ერთ-ერთი პედაგოგი კი პროტესტის ნიშნად, სკოლაში არ შევიდა. 

მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს სკოლის დირექტორი.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება 67-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე