ქალმა ამერიკის სამხედრო ბაზაზე ცეცხლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 24.10.2017
ნანახია: 1201

ამერიკის ფორტ სტიუარტის სამხედრო ბაზაზე სროლა მოხდა. ამის შესახებ ბაზის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, ფორტ სტიუარტის სამხედრო პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც სამხედრო გარნიზონზე ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტი ბაზასთან ავტოსადგომზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობია, ქალს წაუყენებენ თუ არა ბრალს. სავარაუდოდ მომხდარი ყოფით კონფლიქტს უკავშირდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე