24 წლის გოგონა, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს სავარაუდოდ მაზლმა აწამა და მოკლა

საქართველო, თბილისი - 22:00 | 23.10.2017
ნანახია: 4454

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი 18 ოქტომბერს საკუთარი სახლის საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

კურიერის ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე ვარაუდობს, რომ მის ცოლზე საკუთრმა ძმამ და კიდევ ორმა კაცმა იძალადა, რის შემდეგაც სუიციდის ინსცენირება მოაწყეს.

ეკა ნაქევხრიშვილის მკვლელობაში გურამ გურასპიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გარდაცვლილის მაზლმა თვითმკვლელობა სცადა.

დაღუპულის მეუღლე ,,კურიერთან'' საუბრისას იმასაც, რომ  24 წლის გოგონას ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. რამინ გურასპიშვილი ვარაუდობს, რომ მის ძმას მოსალოდნელი სასჯელის შეეშინდა და თვითმკვლელობაც ამიტომ სცადა.

სოფელში კი ამბობენ, რომ 24 წლის ორი შვილის დედა ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად იყო. პოლიციამ ამბავი იცოდა, მაგრამ გოგონა მაინც ვერ გადაარჩინეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე