Эхо Москвы-ს წამყვანი ხელოვნურ კომაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 19:00 | 23.10.2017
ნანახია: 1074

რადიოსადგურ Эхо Москвы-ს წამყვანი ტატიანა ფელგენჰაუერის მდგომარეობა მძიმეა, ამის შესახებ კლინიკის დირექტორი სერგეი პატრიკოვი იტყობინება.

მისივე თქმით, პაციენტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და პალატაშია გადაყვანილი.

Эхо Москвы-ს რედაქტორის, ალექსეი ვენედიქტოვის ინფორმაციით კი წამყვანი ხელოვნურ კომაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ტატიანა ფელგენჰაუერს, დღეს თავს დანით შეიარაღებული მამაკაცი რადიოს ოფისში დაესხა და ყელის არეში დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. ის საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე ბორის გრიცია. დანაშაულის მოტივად გამოძიება პირად კონფლიქტს ასახელებს, დაკავებული კი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წამყვანს მასთან ტელეპათიური კონტაქტი ჰქონდა და სექსუალურად ავიწროვებდა.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე