Эхо Москвы-ს ჟურნალისტზე თავდამსხმელი წარმოშობით საქართველოდანაა - რას წერს რუსული მედია

საქართველო, თბილისი - 17:49 | 23.10.2017
ნანახია: 1616

რადიო „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელი საქართველოში დაბადებული, ისრაელის მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მას არ გააჩნია დოკუმენტები და სამართალდამცველები  ვინაობის დადგენას ცდილობენ.  

რუსმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც დაკავებული ამბობს,  რომ მას ჰქვია  ბორის გრიცი და დაზარალებულს „ტელე-პოლიტიკური“ კონტაქტით იცნობს.

ამასთანავე, დაკავებული აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში ჟურნალისტი მას ავიწროებდა „ტელე-პოლიტიკური“ კონტაქტის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რადიო „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა.  წამყვანი  დანით ყელის არეშია დაჭრილი. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე