ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 23.10.2017
ნანახია: 1574

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4894 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4864 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.3 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9240 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9344 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6725 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2783 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 ოქტომბრიდან  შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე