რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:58 | 23.10.2017
ნანახია: 1860

რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით.

,,პოლიტიკაში არადეკლარირებული ფული არის პრობლემა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს იმაში, რომ იყო პასიური. მას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა არადეკლარირებული თანხების კონტროლი, თუმცა ეს არის გამოწვევა, რომელსაც ყველა უნდა ვებრძოლოთ",- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსაზრებებს საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების მიერ შავი ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რუსული, ფრანგული თუ იტალიური, შავი ფული ნამდვილად ტრიალებდა.

რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებებს პარტიების არათანაბარ რესურსებთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს,  ,,ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე