იასე ზაუტაშვილმა Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 13.11.2015
ნანახია: 1708

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ზაუტაშვილმა პირადი გადაწყვეტილება დაასახელა.

„თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე დავტოვე“, აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.

Georgian Airways-ის ("აირზენა") უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის დამფუძნებელთან შეუთავსებლობა არ ყოფილა.

„არაფერი. მე ჩავთვალე, რომ ჩემი თავი ამ კომპანიაში ამოვწურე“, განაცხადა ზაუტაშვილმა. როგორც ზაუტაშვილმა განმარტა, ის Georgian Airways-ის გენერალურ დირექტორად 2012 წელს, უფრო კონკრეტულად კი 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ის არის კერძო ავიაკომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებით. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე.

ავიაკომპანიის მთავარი საბაზო აეროპორტი კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე