,,ჩიხურას" ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებას რამდენიმე თვეში შეძლებს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 23.10.2017
ნანახია: 1132

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საფეხბურთო კლუბ საჩხერის ,,ჩიხურას" ფეხბურთელი თამაშის გაგრძელებას რამდენიმე თვეში შეძლებს.

მას ლავიწის ძვლის ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

შე3გახსენებთ, საფეხბურთო კლუბ საჩხერის ,,ჩიხურას" კუთვნილი მიკროავტობუსი ხაშურთანგზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა, თუმცა სერიოზული დაზიანება არც ერთ სპორტსმენს მიუღია.

„რომ გადმოვედით მანქანიდან და შევხედეთ მანქანას, მეტი არაფერზე იყო ფიქრი, მთავარი იყო, რომ გადავრჩით. დასანანია, რომ ასეთი ტრავმა მოუვიდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში უკვე ყველა იმით ვიყავით კმაყოფილი, რომ სიცოცხლე შევინარჩუნეთ,“ - განაცხადა საჩხერის ,,ჩიხურას” ფეხბურთელმა ბაჩანა ცხადაძემ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე