რა საკადრო ცვლილებებს გეგმავს კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:26 | 23.10.2017
ნანახია: 1168

თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ,,ქართული ოცნების" ოფისში მედიის შეკითხვებს უპასუხა.

ურნალისტები დაინტერესდნენ, ვინ იქნებიან მომავალი მერის გუნდის წევრები. 

,,ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, ამას ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები. სხვათა შორის, ძალიან ღია და გამვჭირვალე იქნება ეს პროცესები მთელი ამ 4 წლის განმავლობაში. 

იქნება საკადრო ცვლილებები, რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იყოს გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე