რესტორნის სათვალთვალო კამერებმა მოჩვენება გადაიღეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:17 | 23.10.2017
ნანახია: 1570

კალიფორნიის ქალაქ ვენტურას რესტორნის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ დაწესებულებაში მოჩვენება დასახლდა. ამის შესახებ New York Daily News-ი წერს.

რესტორნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ დილით სამსახურში მისვლისას აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი სკამი იატაკზე ეგდო.

მამაკაცმა სათვალთვალო კამრების ჩანაწერბი ნახა და შეამჩნია, რომ სკამი თავისით წაიქცა.

მეორე ინციდენტი დღისით მოხდა - რესტრონის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ ავეჯი მოძრაობდა. „მოჩვენების“ ეს საქციელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

„ეს ძალიან უცნაურია. ჩვენ უკვე 27 წელია ვმუშაობთ და არასდროს მსგავსი რამ არ შეგვინიშნავს“, - აღიარებს რესტორნის თანამფლობელი დეივ ფოლდზი. მისი თქმით, რესტორნის კოლექტივი ყველაფერში პირველ მომხმარებლებს ადანაშაულებს, რომლებიც 25 წლის წინ დაიღუპნენ.

იხილეთ ვიდეო ბმულზე https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=FH7kX0gbSgI 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე