მაკრონის ძაღლმა ელისეის სასახლეში თათბირი ჩაშალა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:55 | 23.10.2017
ნანახია: 1456

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ძაღლმა ელისეის სასახლეში თათბირი ჩაშალა. მან ერთ-ერთ დარბაზში მოშარდა.
მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტის შეხვედრას ფრანგული ტელეარხები იღებდნენ.

YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, როგორ გაამხიარულა ძაღლის საქციელმა თათბირის მონაწილეები. „ეს ხშირად ხდება?“ - ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა მაკრონს. „არა. მასზე პროვოცირება თქვენმა დანახვამ მოახდინა“- უპასუხა პრეზიდენტმა.

მაკრონებმა ერთი წლის ძაღლი თავშესაფრიდან აგვისტოში წაიყვანეს.  გრიფონისა და ლაბრადორის მეტისს ჟიულ ვერნის რომანის „ოცი ათასი ლიე წყალქვეშ“ საპატივსაცემოდ ნემო დაარქვეს.

 




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე