დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან - გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 23.10.2017
ნანახია: 2140

ქუთაისის მერობის კანდიდატმა პარტია ,,თავისუფალი საქართველოდან“ გოგი წულაიამ პოლიტიკიდან წასვლა გადაიფიქრა, ეს განცხადება წულაიამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ“, - აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატების“ ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი გოგი წულაია. 

„ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ „გავაბედნიერებ“,- აცხადებს წულაია.

მედიასთან გოგი წულაიამ პოლიტიკური ტაიმაუტის აღების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე