ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 23.10.2017
ნანახია: 1965

23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.

24 - 25 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 24 ოქტომბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 25 ოქტომბერს +20, +25 გრადუსამდე დათბება.

26 – 27 ოქტომბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) დროგამოშვებით იწვიმებს. 28 ოქტომბერს გამოიდარებს, 29 ოქტომბრიდან კი ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე