ნავთობით დატვირთული ვაგონები რელსებიდან გადავიდა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 23.10.2017
ნანახია: 1084

კანადაში სატვირთო მატარებლის რამდენიმე ვაგონი, რომელსაც ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა.

ინციდენტი ქალაქ ედმონტონთან მოხდა. რელსებს მიღმა შემადგენლობის 12 ვაგონი აღმოჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, დაიღვარა 30-50 ლიტრი ნავთობი. ინციდენტი 46 საცხოვრებელ სახლს შეეხო. ხელისუფლება თავიდან მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია, თუმცა სიტუაციის შეფასების შემდეგ სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ მომხდარი საფრთხეს არ შეიცავდა და მოსახლეობას სახლში დარჩენის უფლება მისცეს.

სამაშველო სამსახურებს რაიონის გაწმენდისთვის რამდენიმე დღე დასჭირდებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე