აშშ-ში ბირთვული ბომბდამშენები მზადყოფნაში მოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 23.10.2017
ნანახია: 3584

ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, პირველად ბოლო 26 წლის განმავლობაში 24-საათიან მზადყოფნაშია მოყვანილი. ამის შესახებ გამოცემა Defenсе One ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ დევიდ გოლფეინზე დაყრდნობით წერს.

ამასთან გენერალი აღნიშნავს, რომ ბრძანება ჯერ არ მიუღიათ და მზადყოფნა წინასწარ არის დაწყებული.

 „ჩვენ დღეს აშშ-სა და საბჭოთა კავშირის ბიპოლარულ მსოფლიოში აღარ ვცხოვრობთ. ახლა არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ღიად აცხადებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ“, - აღნიშნავს გოლფეინი.

სავარაუდოდ საუბარია ჩრდილოეთ კორეაზე. ფხენიანი საერთაშორისო აკრძალვებისა და სანქციების მიუხედავად, ბოლო დროს აქტიურად ავითარებს თავის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს, რამაც ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის კონფრონტაცია გამოიწვია.

ჩრდილოეთ კორეა არაერთხელ დაიმუქრა, რომ „ამერიკელ იმპერიალისტებს ბირთვულ აპოკალიფსს“ მოუწყობდა. კერძოდ მიაყენებდა დარტყმას გუამის კუნძულს, სადაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაა განლაგებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე