ლომბარდიასა და ვენეტოში რეფერენდუმში უმრავლესობამ ავტონომიის გაფართოებას დაუჭირა მხარი

საქართველო, თბილისი - 10:38 | 23.10.2017
ნანახია: 853

იტალიაში ლომბარდიასა და ვენეტოში გამართულ რეფერუნდუმში რეგიონების ავტონომიის გაფართოებას მხარი ამომრჩველთა უმრავლესობამ დაუჭირა. ლომბარდიაში კენჭისყრაში მონაწილეთა 95 პროცენტმა ხმა ავტონომიის გაფართოებას მისცა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა 40 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

ვენეტოს რეგიონში კი ავტონომიის გაფართოებას მხარდაჭერა ამომრჩეველთა 98 პროცენტმა გამოუცხადა. კომისიის მონაცემებით, რეფრენდუმში მონაწილეობა ადგილობრივი ამომრჩევლების 57 პროცენტმა მიიღო.

რეფერენდუმი ლომბარდიასა და ვენეტოში ავტონომიის გაფართოების შესახებ გუშინ გაიმართა. ორივე რეფერენდუმი კონსულტატიურ და ფორმალურ ხასიათს ატარებს და მას სამართლებრივი შედეგები არ მოყვება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე