უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 23.10.2017
ნანახია: 932

უწყებათაშორისი კომისია არჩევნების შემდეგ პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, სწორედ ამიტომ უწყებათაშორის კომისიას არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააცნობენ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ამომრჩევლის ნებაზე განხორციელებულ კონტროლზე გაკეთდება. საუბარია სამაგიდო სიებიდან პერსონალური მონაცემების ამოწერის ფაქტებზე.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ძალოვანი უწყებებისგან აინტერესებთ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირებაც.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე