ოთარ აბესაძეს დღეს კლინიკაში გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 10:18 | 23.10.2017
ნანახია: 1266

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. ადვოკატის განმარტებით, ქრთამის აღებისთვის ბრალდებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება.

ირმა ჭკადუას განცხადებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ადვოკატი დახურული სივრცის შიშს უკავშირებს. კლინიკაში აბესაძეს ფართო სპექტრის კვლევები უნდა ჩაუტარდეს და მომზადდეს საბოლოო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„შესაძლებელია დახურული სივრცის შიშიც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა მე არ გახლავართ ექიმი და ექსპერტი და ვერ გეტყვით სანამ ამას ექსპერტები არ იტყვიან,“ - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

სასამართლოში კი, ამ ეტაპზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არა ერთი შუამდგომლობის მიუხედავად, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვლია და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა,


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე