შვეიცარიაში მოზარდი ადამიანებს ნაჯახით თავს დაესხა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 10:11 | 23.10.2017
ნანახია: 1040

შვეიცარიაში მოზარდი გამვლელებს ნაჯახით თავს დაესხა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფლუმსის კომუნაში მოხდა.

ამის შემდეგ მოზარდმა გატაცებული ავტომობილით სცადა გაქცევა, მაგრამ ავარიაში მოყვა. შემდეგ ის გასამართ სადგურზე კიდევ რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრეს და შემდეგ დააკავეს. პოლიცია ინციდენტს ტერორიზმს არ უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მოზარდი მარტო მოქმედებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე