სააკაშვილი უკრაინის ეროვნული გვარდიის და უშიშროების სამსახურის დახურვის აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 22.10.2017
ნანახია: 987

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესისი ო;ქის ყოფილი გუბერნატორი მიხეი სააკაშვილი, რადასთან მიმდინარე აქციაზე უკრაინის ეროვნული გვარდიის და უშიშროების სამსახურის დახურვის აუცილებლობაზე საუბრობს.

,,უკრაინის ეროვნული გვარდია ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მისი ლიკვიდაციაა საჭირო. ეს არის არა ეროვნული გვარდია, არამედ „ბარიგების“ გვარდია, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ მთავარი „ბარიგა“ საკუთარი ხალხისგან დაიცვას. ეროვნული გვარდია უნდა დაიხუროს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნულ გვარდიაზე 2,5-ჯერ მეტი სახსრებია გამოყოფილი, ვიდრე უკრაინულ ჯარზე. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის უშიშროების სამსახურის დათხოვისა და საგარეო დაზვერვის ეფექტური სამსახურის შექმნის აუცილებლობაზეც.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე