ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:08 | 22.10.2017
ნანახია: 1188

დარწმუნებული ვარ ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე, ამის შესასახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თმით, ძალიან მალე თბილისი მის მიერ დეკლარირებული პროექტების განხორციელების შედეგს იგრძნობს.

,,ჩვენ პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩვენ მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე. ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ჩვენი ქალაქის სიყვარულით წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისის და თბილისელების პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე ქალაქი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე