კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება

საქართველო, თბილისი - 12:31 | 22.10.2017
ნანახია: 917

დედაქალაქის ახალი მერი უფლებამოსილების განხორციელებას არაუგვიანეს 12 ნოემბრიდან შეუდგება.  საარჩევნო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ახალი მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საოლქო-საარჩევნოკომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. 

არჩევნების პროცესში დაწერილი საჩივრების განსახილველად და არჩევნების შესაჯამებლად კი, კანონის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციას ასევე 11-დღიანი ვადა აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვას კანონით დადგენილი ვადების ბოლომდე გამოყენება დასჭირდება, ცესკო-მშემაჯამებელი ოქმი ყველაზე გვიან 1-ელ ნოემბერს უნდა გამოაქვეყნოს. მე-11 დღეს, 12 ნოემბერს კი ძველ მერს უფლებამოსილება უწყდება და საქმიანობას უკვე ახალი მერი იწყებს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე