ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 22.10.2017
ნანახია: 1116

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია kommersant.ru ავრცელებს.

ნავალნის თავისუფლების 20 დღის ვადით აღკვეთა მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ 2 ოქტომბერს მიუსჯა. მიზეზი საპროტესტო აქციის ორგანიზება გახდა.

მოსამართლის თქმით, პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში აქციის გამართვის ნება არ მისცეს, თუმცა მხარდამჭერებს დემონტრაციის გამართვისკენ მაინც მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, არასანქციონირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე