უკრაინიდან სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის 3 წევრის დეპორტაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 22.10.2017
ნანახია: 1592

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის სამი წევრის უკრაინად დეპორტაცია განხორციელდა. დავით მაკიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბაშვილი სპეცდანიშნულების თანამშრომლებმა თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.

მათი განცხადებით, დეპორტაცია უკანონოდ მოხდა და კიევიდან გამოძევების რეალური მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს. ისინი მომხდარს მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას უკავშირებენ.

„ეს ცალსახად უკავშირდება იმას, რომ მე პირადად ვახლდი მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან უკრაინაში გადმოსვლის დროს და დღეს უკრაინის მთავრობა ყველანაირად ცდილობს სააკაშვილს ჩამოაცილოს ის ერთგული ადამიანები, რომლებიც მის გვერდში არიან და მის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ და შესაბამისად, უნდათ რომ დატოვონ მარტო,“ - განაცხადა დავით მაკიშვილმა.

მაკიშვილი აქვე მისი დეპორტაციის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ  მათი თბილისში გამოფრენა სპეცრეისით, შეიარაღებულ ხალხთან ერთად მოხდა. მისივე  თქმთ, თვითმფრინავის წინა სექტორში ასევე ისხდნენ სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული პირები, რომლებიც სავარაუდოდ ქართველები იყვნენ. იგი აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებს თბილისის აეოპორტში მიკროავტობულის დახვადა. რითაც ტერიტორია დატოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე