კახა კალაძე თბილისის მერია

საქართველო, თბილისი - 11:14 | 22.10.2017
ნანახია: 6090

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისათვის დათვლილია თბილისის ყველა, 737-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. 

ხმათა უმრავლესობით, 51.06%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. 

ცესკო-ს მონაცემებით - მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.46%-ით.

მესამე ადგილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იკავებს - ხმების 16.53%-ით. 

მეოთხე ადგილზეა ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 7.13%.

ირმა ინაშვილმა ხმების 3.02 % მიიღო („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“).

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

მონაცემების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე