ყიზილაჯლოში დაჭრილი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 20.10.2017
ნანახია: 1276

ყიზილაჯლოში ,,ქართული ოცნების'' ოფისთან მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილებიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ ,,ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა. 

დირექტორის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ,,ქართული ოცნების'' დეპუტატობის კანდიდატი, რომლის მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ. დაშავებულია 4 პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე