მადრიდი კატალონიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 20.10.2017
ნანახია: 954

ესპანეთის ოპოზიციური სოციალისტური პარტია და ქვეყნის მთავრობა შეთანხმდნენ 2018 წლის იანვარში კატალონიაში ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ. ამის შესახებ ესპანური გაზეთი El pais- წერს.

სოციალისტური პარტიის წევრის კარმენ კალვოს თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რეგიონის დროებით პირდაპირი მართვის მიზნით მიიღეს.

21 ოქტომბერს ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც განიხილება კატალონიის ავტონომიის სტატუსის შეჩერების საკითხი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე