უკრაინის სასამართლომ პოლიციას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით საქმის აღძვრა დაავალა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 20.10.2017
ნანახია: 1170

უკრაინის სასამართლომ პოლიციას დაავალა გახსნას სისხლის სამართლის საქმე პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონოდ მინიჭებისა და ჩამორთმევის შესახებ. ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე უკრაინელი ადვოკატი, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე რენატ კუზმინი წერს.
2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ.

2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.

უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა განაცხადა, რომ 26 ივლისს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს ყალბი მონაცემები წარადგინა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე