ბომბი, რომელიც ჟურნალისტის მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 20.10.2017
ნანახია: 1529

მალტური მედია ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის ახალ დეტალებს აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი, რომელიც ჟურნალისტის მანქანაში აფეთქდა, სავარაუდოდ დისტანციურად იმართებოდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელეფონზე დარეკვისას ამოქმედდა.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბომბი 500 გრამ ჩეხური წარმოების პლასტიკურ ფეთქებად ნივთიერება სემტექსს შეიცავდა.

დაფნე კარუან გალიცია ე.წ. ,,პანამის დოკუმენტებს" იძიებდა. ის, 16 ოქტომბერს, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე