თურქეთში გიულენთან კავშირისთვის 110 ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:44 | 20.10.2017
ნანახია: 987

თურქეთის უსაფრთხოების ძალები ფეთჰულაჰ გიუელნის ორგანიზცაიასთან (FETO) კავშირში 110 ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია ტარდება.
სპეცოპერაცია თურქეთის 24 პროვინციაში მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან ჰოლდინგ Kaynak-ის თანამშრომლები, რომლებიც FETO-ს წევრობასა და ამ ორგანიზაციის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილნი.

თურქეთის ხელისუფლება FETO-ს გასული წლის სახელმწიფო გადატრიალების  მცდელობაში ადანაშაულებს. თავად გიულენმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ამბოხის მცდელობა დაგმო და მასთან კავშირი უარყო. თურქეთში ამბოხის შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურებიდან კი 140-ზე მეტი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე