სატრანსპორტო კომპანიის შენობის ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.10.2017
ნანახია: 1642

 სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ინდოეთში სატრანსპორტო კორპორაციის შენობის ჩამონგრევისას. ინციდენტი ტამილნადის პროვინციაში მოხდა.
შემთხვევის დროს შენობაში მხოლოდ კორპორაციის თანამშრომლები - ავტობუსების მძღოლები და კონდუქტორები იმყოფებოდნენ.

მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პროვინციაში ძლიერი წვიმები იყო, რასაც შესაძლოა, შენობის დაზიანება გამოეწვია. ამასთან ნგრევის მიზეზი, შესაძლოა, შენობის სიძველეც გამხდარიყო, რადგან ის 1952 წელსაა აგებული.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე